საგამოძიებო ჟურნალისტიკის ექვსნაწილიანი კურსი დაგეხმარებათ, შეიძინოთ ან გაიღრმაოთ გამომძიებელი რეპორტიორისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები - იპოვოთ და შეარჩიოთ ამბები; დაგეგმოთ გამოძიება; იმუშაოთ წყაროებთან; გამოიყენოთ ღია საინფორმაციო ბაზები, მოჰყვეთ თქვენი ამბავი საინტერესოდ და ბოლოს, მიაღწიოთ იმ შედეგს, რომლის მიღწევასაც თქვენი გამოძიებით ცდილობთ.


USAID მედია პროგრამის მასტერკლასები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში შედგება ექვსი ნაწილისგან, რომლებსაც გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და სფეროს პროფესიონალები.

კლასი 1:

მოძიება და დაგეგმვა - როგორ ვიპოვოთ ამბავი

ნინო ზურიაშვილი


ნინო ზურიაშვილი 2000 წლიდან გამომძიებელი ჟურნალისტია. არის „სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი, 40-მდე ჟურნალისტური გამოძიების ავტორი. სხვადასხვა დროს,მოპოვებული აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოები.


კლასის შესახებ:

ყოველდღიურად უამრავი ამბავი ხდება, მათგან, ალბათ, ძალიან ცოტა ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში და კიდევ უფრო ცოტა გამომძიებელი ჟურნალისტების ფოკუსში. ზოგჯერ კი, ჟურნალისტური გამოძიების საგნად იქცევა ამბავი, ადამიანი, ან თემა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ მანამდე არაფერი იცოდა.


როგორ პოულობენ გამომძიებელი ჟურნალისტები ამბებს გამოძიებებისთვის? როგორ არჩევენ იმ ერთ მნიშვნელოვანს? როგორ აგროვებენ თუ ამოწმებენ ინფორმაციას? როგორ გეგმავენ გამოძიებას ერთი ეტაპიდან მეორემდე და საბოლოო პროდუქტამდე?


კლასი #1 იწყება იქიდან, საიდანაც იწყება ჟურნალისტური გამოძიება - ძიებიდან და ამ ძიების ლაბირინთებში თქვენი მეგზური იქნება ნინო ზურიაშვილი, მრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც სტუდია “მონიტორის” დამფუძნებელი და 40-მდე ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.




ფორმატი: პირისპირ შეხვედრით

თარიღი: 16 აპრილი

დრო: 10:00 - 18:00

ხანგრძლივობა: 1 დღე

ლიმიტი: 15 - 20 მონაწილე

რეგისტრაციის პერიოდი: 26 მარტი - 7 აპრილი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

კლასი 2:

წყაროები, მათი ნდობის მოპოვება, დაცვა და მათთან მუშაობა

ნინო ბაქრაძე


ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის” თანადამფუძნებელი და რედაქტორია. თავადაც არაერთი გამოძიების ავტორს, OCCRP-ის გუნდთან ერთად, უმუშავია საერთაშორისო მასშტაბის ისეთ ცნობილ გამოძიებებზე, როგორებიცაა პანამისა და პანდორას დოკუმენტები. Ნინო წლებია ასწავლის საგამოძიებო ჟურნალისტიკას “აი, ფაქტის” გამომძიებელ ჟურნალისტთა სკოლაში.

კლასის შესახებ:

როგორ დაიყოლიებთ ადამიანს, დაფარული ამბები გაგიმხილოთ? როგორ იქცევით, თუ თქვენთვის გადმოცემული ინფორმაცია მას საფრთხეს უქმნის? ან რას მოიმოქმედებთ, თუკი დაეჭვდებით, რომ წყაროს, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით, თავისი ინტერესები აქვს?


ყაროს გამომძიებელი ჟურნალისტის საქმიანობაში გადამწყვეტი როლი აქვს. მასთან მუშაობის ტექნიკაზე “აი ფაქტის” რედაქტორი ნინო ბაქრაძე ისაუბრებს. ის საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და მოგიყვებათ წყაროების ტიპებზე, ხასიათზე, მათ ინტერესებსა და კონტექსტზე; იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ადამიანების ნდობა, და იმაზეც, როგორ მივიღოთ ინტერვიუდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია.


კლასის დასასრულს, IREX SAFE ინიციატივის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მიხეილ დევსურაშვილი გასწავლით ინფორმაციის შენახვისა და ციფრული კომუნიკაციის უსაფრთხო გზებს, რაც ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია.



ფორმატი: პირისპირ შეხვედრით

თარიღი: 29 - 30 აპრილი

დრო: 10:00 - 18:00

ხანგრძლივობა: 2 დღე

ლიმიტი: 10-15 მონაწილე

რეგისტრაციის პერიოდი: 8 - 21 აპრილი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

კლასი 3:

OSINT (ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება)და მონაცემთა ჟურნალისტიკა

ლაშა კვესელაძე

ლაშა კვესელაძე მთავარი არხის გადაცემა Post Factum - ის ჟურნალისტი და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საქართველოს უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორია. ლაშა ასევე არის მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის თანადამფუძნებელი. ამ ცენტრის მიერ შექმნილი საძიებო რესურსი “კავშირები” სხვადასხვა ბაზიდან მოპოვებულ ინფორმაციას აერთიანებს და ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, თანამდებობის პირთა კავშირები მოძებნონდა გადაამოწმონ.


კლასის შესახებ:

ნტერნეტის არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტებს ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა აღარ სჭირდებათ, თუმცა, თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ინტერნეტი მკითხველთან ურთიერთობის და ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.


საგამოძიებო ჟურნალისტიკა ინტერნეტმა კიდევ უფრო მძლავრი გახადა, მაგრამ გაზარდა ჟურნალისტების პასუხისმგებლობაც, გაარჩიონ ყალბი ნამდვილისგან, მიაგნონ ინფორმაციის პირველწყაროს და ინტერნეტის შესაძლებლობები უტყუარი ცნობების მოსაპოვებლად გამოიყენონ.


გამოძიება ღია წყაროების გამოყენებით და მონაცემთა ჟურნალისტიკა ძალიან პრაქტიკული კლასია. გამომძიებელი ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე, რომელიც თავადაც ღია წყაროების გამოყენებით და მონაცემთა დამუშავებით ქმნის საკუთარ ჟურნალისტურ ნამუშევრებს, გასწავლით, სად და როგორ უნდა მოძებნოთ და იპოვოთ ინფორმაცია, როგორ წაიკითხოთ მონაცემები, რა ამბებს აღმოაჩენთ არქივებში, როგორ გამოიყენოთ რუკები, და ბოლოს, როგორ შეიძლება აქციოთ ცხრილები და რიცხვები საინტერესო რეპორტაჟებად.


აუცილებელი პირობა: კომპიუტერი/ლეპტოპი პრაქტიკული სამუშაოებისთვის



ფორმატი: ონლაინ

პლატფორმა: ზუმი

თარიღი: 14, 15, 16 მაისი

დრო: 10:00 - 13:00

ხანგრძლივობა: 9 საათი

ლიმიტი: 15-20 მონაწილე

რეგისტრაციის პერიოდი: 22 აპრილი - 6 მაისი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

კლასი 4:

ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები

ნანა ბიგანიშვილი

ნანა ბიგანიშვილი “სტუდია მონიტორის” თანადამფუძნებელი და რედაქტორია. ის წელს უკვე მეორედ აირჩიეს ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ.

Ნანას გამოცდილება მრავალმხრივია - ერთდროულად მოიცავს საკუთარი გამოძიებების მომზადებას, სტუდიის სხვა ჟურნალისტებთან მუშაობას და ქარტიის საბჭოში შესული საქმეების განხილვას. ნანა 30-ზე მეტი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.



ფორმატი: ონლაინ

პლატფორმა: ზუმი

თარიღი: 27, 28, 29 მაისი

დრო: 10:00 - 12:00

ხანგრძლივობა: 6 საათი

ლიმიტი: 20 - 25 მონაწილე

კლასის შესახებ:

კლასი #4 ორ ნაწილად იყოფა და მოიცავს მთავარ ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად მოგიწევთ ჟურნალისტური გამოძიებისას.


რატომ, Როდის და როგორ ვიყენებთ ინფორმაციის მოპოვების ისეთ მეთოდებს, რომლებიც, პროფესიული ეთიკის სტანდარტებით, სხვა შემთხვევაში მიუღებელი იქნებოდა? Როგორ მივდივართ იმ სარედაქციო გადაწყვეტილებებამდე, რომლებმაც ჩვენი პროფესიული კარიერა, შესაძლოა, საფრთხეში ჩააგდოს, თუკი ეს გადაწყვეტილებები არასწორი აღმოჩნდება? ამ და ყველა სხვა კითხვაზე, რომელიც მუშაობისას ან სხვისი რეპორტაჟების კითხვისა თუ ნახვისას გაგჩენიათ, პასუხებს თქვენთან ერთად მოძებნის ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმდჯომარე და “სტუდია მონიტორის” რედაქტორი.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

შორენა ლოლაძე

მარიამ გაბროშვილი


ფორმატი: ონლაინ

პლატფორმა: ზუმი

თარიღი: 30 მაისი

დრო: 10:00 - 13:00

ხანგრძლივობა: 3 საათი

ლიმიტი: 20 - 25 მონაწილე

კლასის მეორე ნაწილში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები, შორენა ლოლაძე და მარიამ გაბროშვილი გიჩვენებენ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, განმარტავენ, რას ნიშნავს ჟურნალისტური პროდუქტის სამართლებრივი ექპერტიზა; ასევე, აგიხსნიან, როგორ უნდა დაიზღვიოთ თავი გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სასამართლო დავებისგან და რა უნდა იცოდეთ, თუკი ცნობების უარყოფას მოგთხოვენ ან ცილისწამებაში დაგადანაშაულებენ.


რეგისტრაციის პერიოდი: 7 - 20 მაისი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

კლასი 5:

ამბის თხრობა და ვიზუალიზაცია 

რობინ ფორესტიე - უოკერი

რობინ ფორესტიე-უოკერი, ბრიტანელი ჟურნალისტი და მულტიმედია პროდიუსერი 15 წლიანი გამოცდილებით. ის 2013 წლიდან თბილისში ცხოვრობს და თანამშრომლობს საერთაშორისო მედიასთან - BBC, The Guardian, Al Jazeera. Რობინი მუშაობდა ისეთ ცნობილ საგამოძიებო ფილმებზე, როგორებიცაა BBC-ის და Channel 4-ის„სუროგაციის ბიზნესი საქართველოში

და „ბავშვებით ვაჭრობის“ სკანდალი.

მისი ერთ-ერთი უახლესი, გახმაურებული ნამუშევარი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზას ეხება.

კლასის შესახებ:

საგამოძიებო ამბებში ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს, ყველა ფაქტი და წყარო გადამოწმებული, ყველა კადრი რეალური, ყველა სიტყვა ზუსტად შერჩეული. ხშირად, ეს ამბები ვრცელი და მრავალნაწილიანია და მაინც, ზოგჯერ ისეა მოთხრობილი, რომ თვალს ვერ მოაშორებ და ყურადღებას ვერ მოადუნებ. რაც უფრო მოცულობითია ინფორმაცია, მით უფრო რთულია მისი დახარისხება, დალაგება და ამბად ქცევა, ჟანრისა თუ ფორმატის ჩარჩოებში მოქცევა და ზუსტი და შთამბეჭდავი სათაურის მოფიქრება.


ეს კლასი სწორედ ამ რთული გზის გაკვალვაში დაგეხმარებათ. ის მოიცავს საგამოძიებო ამბების მოკლედ წარდგენის ხერხებს, სტრუქტურის შექმნას, სტილის შერჩევას, მულტიმედია ელემენტების გამოყენებას და ვიზუალურად მიმზიდველი თხრობის ტექნიკას. კურსს, USAID მედია პროგრამის მოწვევით, ბრიტანელი ჟურნალისტი რობინ ფორესტიე-უოკერი კითხულობს.



ფორმატი: პირისპირ შეხვედრით

თარიღი: 11 ივნისი

დრო: 10:00 - 18:00

ხანგრძლივობა: 1 დღე

ლიმიტი: 15-20 მონაწილე

რეგისტრაციის პერიოდი: 20 მაისი - 2 ივნისი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

კლასი 6:

გამოქვეყნება და გავლენა

ბექტურ ისკენდერი


ბექტურ ისკენდერი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკადემიის და მედია Kloop-ის დამფუძნებელია. Ბექტურსა და მის მედიას ყირგიზეთში კორუფციისა და ფულის გათეთრების ფაქტების გამოძიებით იცნობენ. ამ ნამუშევრებმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო გარემოზე. თავად ბექტურს ყირგიზეთის დატოვება მოუწია.

Kloop-ის სახელს უკავშირდება ჟურნალისტურ გამოძიებათა სერია

The Samaragate, რომელიც გლობალურმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა ქსელმა 2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოძიებად დაასახელა.


კლასის შესახებ:

ოდესაც ჟურნალისტური გამოძიება მზადაა, ფაქტების საბოლოოდ გადამოწმება და სამართლებრივი ექსპერტიზაც დასრულებულია, გამოქვეყნების დრო დგება. დგება დრო, თქვენი აღმოჩენილი ამბები შეიტყონ ადამიანებმა, ვისთვისაც ამდენი იშრომეთ. Ზოგიერთმა გამოძიებამ, შესაძლოა, დიდი რეზონანსი გამოიწვიოს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს, და, შესაძლოა, ამას მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებიც მოჰყვეს.

ყველა გამომძიებელი ჟურნალისტის მიზანიც, ალბათ, ესაა, - არამხოლოდ სიმართლე უთხრას თავის აუდიტორიას, არამედ ამ სიმართლით უკეთესობისკენ შეცვალოს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს მიზანი ჰქონდა ყირგიზ ჟურნალისტს, ბექტურ ისკენდერსაც, როდესაც თავის გუნდთან ერთად სამშბლოში კორფუციისა და ფულის გათეთრების ფაქტებს იძიებდა. მას საკუთარი საქმიანობის გამო ქვეყნის დატოვება მოუხდა, თუმცა ახლაც გამომძიებელი ჟურნალისტია. ბექტური ამ კლასის ტრენერია და მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას გაგიზიარებთ.


ფორმატი: პირისპირ შეხვედრით

თარიღი: 26-27 ივნისი

დრო: 10:00 - 18:00

ხანგრძლივობა: 2 დღე

ლიმიტი: 15-20 მონაწილე

რეგისტრაციის პერიოდი: 3 - 15 ივნისი

რეგისტრაცია

Button Cta Icon

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მასტერკლასებზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მოქმედ თუ მომავალ ჟურნალისტს, ვინც დაინტერესებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკით.

არსებობს თუ არა სასწავლო კურსზე დაშვების რაიმე წინაპირობა?

ყველა მონაწილისთვის, იმის მიუხედავად, რეგისტრირდება სრულ კურსზე თუ ცალკეულ კლასზე, სავალდებულოა 0 კლასის გავლა. კლასი 0, შესავალი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ჩაწერილი ვიდეოკლასია,რომელიც მოიცავს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმოხილვას, ისტორიას და ძირითად პრინციპებს. Ვიდეოკლასის ავტორია გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე. Ჩანაწერზე წვდომას მონაწილე რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს .

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

თითოეული მოდულის შესახებ დეტალები, გრაფიკი, ინფორმაცია ტრენერის შესახებ და რეგისტრაციის ღილაკი მოცემულია შესაბამის ველში.

ად, როდის და რა ფორმით

იმართება კლასები?

კლასების ნაწილი გაიმართება პირისპირ,

ნაწილი - ონლაინ. ინფორმაციას თითოეულის ფორმატის, თარიღების, ადგილის, პლატფორმისა თუ სხვა დეტალების შესახებ ნახავთ კლასის ველში.